გამარჯვების დღეს მოსკოვში: პუტინი ფიცოს შეხვდა და სლოვაკეთის ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილება აღუთქვა
9 მაისს, გამარჯვების დღეს, ვლადიმერ პუტინი მოსკოვში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა. პუტინმა სტუმარს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მიანიშნა, რომ ვიზიტი სიმამაცეს მოითხოვდა.
„მადლობელი ვარ, რომ დღეს აქ ხართ. ვიცი, რომ გარკვეული სირთულეები იყო მოსკოვში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. მთავარია, რომ აქ ხართ,” — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. პუტინმა ფიცოს კიდევ ერთხელ დაპირა, რომ რუსეთი სლოვაკეთის ენერგეტიკულ საჭიროებებს სრულად დააკმაყოფილებს.
ფიცომ პუტინთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენის იმედი გამოთქვა. „ვხედავ, რომ „რკინის ფარდა” კვლავ ჩნდება. მე მხარს ვუჭერ ურთიერთსასარგებლო და მეგობრულ ურთიერთობებს. დარწმუნებული ვარ, სლოვაკეთსა და რუსეთს შეუძლიათ უმოკლეს დროში გადადგან ნაბიჯები ნორმალური ურთიერთობების აღდგენისკენ,” — განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.
ფიცო ევროკავშირის ლიდერთაგან ერთ-ერთია, ვინც მოსკოვში 9 მაისის გამარჯვების დღის აღნიშვნაზე ჩავიდა.