ტრამპი: ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას — ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შეძენაზე უნდა დათანხმდეს უარი თქვას, ხოლო ჰორმუზის სრუტე გაიხსნას დაუყოვნებლივ — გადასახადებისა და შეზღუდვების გარეშე, ორივე მიმართულებით. „ხომალდები, რომლებიც სრუტეშია გაჩერებული, დაიწყებენ შინ დაბრუნებას,” — წერს ის.
ტრამპი ასევე ამბობს, რომ ირანმა უნდა განახორციელოს ნაღმების გაწმენდა, ხოლო გამდიდრებული ურანი ამოღებული და განადგურებული იყოს აშშ-ის, ირანისა და IAEA-ს ერთობლივი ზედამხედველობით. ამ საკითხებზე მხარეები „გარკვეულ შეთანხმებებს” უკვე მიუახლოვდნენ.
Axios-ი ამავდროულად იუწყება, რომ ორმა ქვეყანამ 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის და ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების დასაწყებ მემორანდუმი შეათანხმა. ამ შეთანხმებით ირანს ეკისრება ვალდებულება 30 დღის განმავლობაში სრუტე ნაღმებისგან გაასუფთაოს, ხოლო აშშ — საზღვაო ბლოკადის მოხსნა.
ტრამპი საბოლოო გადაწყვეტილებისთვის სხდომის გამართვას გეგმავს.