← მთავარი
მსოფლიო

შეტევა იყო ანექსირებული ქერჩის ნავთობტერმინალსა და რუსეთის პორტ „კავკაზზე"

23 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
შეტევა იყო ანექსირებული ქერჩის ნავთობტერმინალსა და რუსეთის პორტ „კავკაზზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 23 ივნისს დილით განაცხადა უკრაინული დრონების მოგერიების შესახებ, თუმცა რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხების ცნობით, პირდაპირი დარტყმა იყო კონკრეტულ ობიექტებზე, მათ შორის ქერჩის ნავთობტერმინალზე.ტელეგრამ-არხმა „კრიმსკი ვეტერ“ სატელიტური გადაღების მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ანექსირებულ ყირიმში, ქერჩის ნავთობტერმინალში, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა 21 ივნისსაც დაარტყეს, ხანძრის ახალი კერებია.ხანძრის კერებია რუსეთის კრასნოდარის მხარის პორტ „კავკაზის“ ტერიტორიაზეც. ეს პორტი ქერჩის სრუტის მეორე მხარეს მდებარეობს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა „კავკაზს“ 21 ივნისსაც დაარტყეს.პორტ „კავკაზსა“ და ქერჩის ნავთობტერმინალზე შეტევის შესახებ წერს მონიტორინგის უკრაინული არხიც Supernova+. მისი ინფორმაციით, დარტყმა იყო ქერჩის კომპლექსზეც TES-Terminal, სადაც ნავთობის შენახვა და გადატვირთვა ხდება.

← მთავარი