მსოფლიო
ჰორმუზის სრუტის კრიზისი: კონტეინერის ფასი $980-დან $4 131-მდე გაიზარდა — გემები სახმელეთო მარშრუტებს ეძებენ
ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვის კრიზისი კოვიდპანდემიის შემდგომი პიკის დონეს მიუახლოვდა. შანხაი–სპარსეთის ყურე–წითელი ზღვის მარშრუტზე ერთი კონტეინერის ღირებულება 980 დოლარიდან 4 131 დოლარამდე გაიზარდა.
კრიზისი 28 თებერვალს დაიწყო, როდესაც ამერიკამ და ისრაელმა ირანზე სამხედრო დარტყმები განახორციელეს. ამის საპასუხოდ, ირანი სრუტის გადაკეტვას ემუქრება, რაც გლობალური ნავთობისა და საქონლის მიწოდებაზე პირდაპირ მოქმედებს.
სატვირთო კომპანიები სარეზერვო სახმელეთო მარშრუტებს ათვალიერებენ: საქონლის გადასაყვანად საუდის არაბეთის, არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა და ერაყის გავლით სატვირთო მანქანებს იყენებენ.
ირანმა კი ამ ფონზე „ჰორმუზ სეიფ” სადაზღვევო პლატფორმა გამოაცხადა, რომელიც სრუტეში მოძრავ გემებს კომერციულ სადაზღვევო მომსახურებას შესთავაზებს.