Bloomberg: რუსეთის სამხედრო ქარხნებმა აპრილში დრონების წარმოება 117%-ით გაზარდეს
რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ინდუსტრიის ზოგადი შენელების ფონზე დრონების წარმოებას ზრდის, Bloomberg-ი სამშაბათს იუწყება.
სააგენტო „როსსტატის” მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის საავიაციო ქარხნებმა 2026 წლის აპრილში 2025 წლის ამავე თვეთთან შედარებით წარმოება 117%-ით გაზარდეს — წარმოების ძალიან დიდ წილს შეადგენს უპილოტო საფრენი აპარატები.
კრემლი დრონების დაჩქარებულ მასობრივ წარმოებას მოითხოვს, რადგან ეს იაფი და დაბალკვალიფიციური მუშახელით შესრულებადი სამუშაოა. ამასთანავე, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ამოწურავს შესაძლებლობებს მძიმე სამხედრო ტექნიკის წარმოებაში. 2026 წლის ბოლოსთვის რუსეთი 7.3 მილიონი უპილოტო საფრენი აპარატისა და 7.8 მილიონი სათადარიგო ნაწილის წარმოებას გეგმავს.
საპირისპიროდ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მსტისლავ ბანიკმა 2 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ინდუსტრიას წელიწადში 20 მილიონამდე დრონის წარმოება შეუძლია.
Bloomberg-ის ანალიზი ასევე ცხადყოფს, რომ სამხედრო-სამრეწველო სექტორის სხვა დარგები — მძიმე ჯავშანტექნიკა, სარაკეტო კომპონენტები, ჩვეულებრივი საბრძოლო მასალა — ნელ-ნელა კვეცის დასავლეთის სანქციების, ფინანსური პრობლემებისა და მუშახელის დეფიციტის გამო.