← მთავარი
მსოფლიო

ტრამპმა და პუტინმა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ტელეფონით ილაპარაკეს

5 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
ტრამპმა და პუტინმა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ტელეფონით ილაპარაკეს

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თანახმად, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ტელეფონით ელაპარაკა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მისივე თქმით, პუტინმა და ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხი განიხილეს.

კრემლის თანახმად, ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაში დახმარების მზაობა გამოხატა და მისი სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შუამავლობის ძალისხმევას განაგრძობენ.

“ბუნებრივია, პრეზიდენტები უკრაინის საკითხის გადაწყვეტის თემას შეეხნენ, მათ შორის, 7-8 ივლისს თურქეთში NATO-ს მომავალ სამიტზე დონალდ ტრამპის მონაწილეობის ფონზე.

აშშ-ს პრეზიდენტმა დაპირისპირების სწრაფად დასასრულებლად დახმარების მზაობა და კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზების ძიება ხელახლა დაადასტურა. მისი სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, შუამავლობის ძალისხმევას განაგრძობენ და ხელსაყრელ დროს მოსკოვში გასამგზავრებლად მზად არიან”. - წერია კრემლის განცხადებაში.

ამასთან, უშაკოვის თანახმად, ტრამპმა და პუტინმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობაც განიხილეს და “ხაზი გაუსვეს კონტაქტების გაგრძელების მნიშვნელობას”. განცხადების მიხედვით, ტრამპმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად უკრაინის კონფლიქტის “რაც შეიძლება მალე დასრულება” არის აუცილებელი.

უშაკოვის მტკიცებით, პუტინმა ტრამპს საბრძოლო ველის “რეალური” სურათი დაუხატა და უთხრა, რომ რუსეთმა დონბასში ქალაქი კოსტიანტინივკა აიღო.

ზელენსკი: პუტინი ამტკიცებს, რომ კოსტიანტინივკა აიღეს, რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არ არის

ცნობისთვის, გუშინ, 4 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო კრემლის განცხადება, რომ რუსეთმა კოსტიანტინივკა დაიკავეს.

← მთავარი