ნეთანიაჰუ: ირანის ომი „არ დასრულებულა” — გამდიდრებული ურანი ქვეყნიდან გამოსატანია”
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 10 მაისს CBS-ის გადაცემა „60 წუთისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: ომი ირანთან დამთავრებულად ვერ ჩაითვლება, სანამ ქვეყნიდან გამდიდრებული ურანი არ გამოიტანება და ბირთვული ობიექტები არ დაიშლება.
„ეს არ დასრულებულა, რადგან ჯერ კიდევ არსებობს ბირთვული მასალა — გამდიდრებული ურანი — რომელიც ირანიდან გამოსატანია. ჯერ კიდევ არსებობს გამდიდრების ობიექტები, რომლებიც დასაშლელია”, — განაცხადა ნეთანიაჰუმ.
CBS-ის კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება ურანის გამოტანა, ისრაელის ლიდერმა უპასუხა: „შეხვალ და გამოიტან.” ტრამპსაც მსგავსი პოზიცია მიაწერა: „პრეზიდენტმა ტრამპმა მითხრა — მინდა იქ შესვლა.”
ეს ეწინააღმდეგება ტრამპის საჯარო პოზიციას — პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ირანი „სამხედრო თვალსაზრისით დამარცხებულია” და ბირთვული პროგრამა „შეჩერებულია”. ტრამპი ასევე ამბობს, ურანის გამოტანა შესაძლებელია „ნებისმიერ დროს, როდესაც მოვისურვებთ.”
ნეთანიაჰუ ასახელებს კიდევ სხვა საომარ მიზნებს: ირანელი პროქსი ძალები, ბალისტიკური სარაკეტო შესაძლებლობები. „სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია”, — ამბობს ის.