რუსებმა უკრაინაში კიევ-პეჩერის ლავრა დაბომბეს
რუსეთ-უკრაინის ომი • 1:39
რუსებმა უკრაინაში კიევ-პეჩერის ლავრა დაბომბეს | ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა ავრცელებს: "ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეზე, კიევ-პეჩერის ლავრაზე თავდასხმით, პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიაში ყველაზე უარესი ბარბაროსების სიაში.ის საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს.მე-13 საუკუნეში ურდოდან დაწყებული, მე-20 საუკუნეში ნაცისტებითა და ბოლშევიკებით დამთავრებული, კიევის წმინდა ადგილები არაერთხელ გამხდარა ბარბაროსული თავდასხმების სამიზნე.ახლა ჩვენ საქმე გვაქვს რუს ტერორისტებთან, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში უკვე აჯობეს ISIS-საც კი. მხოლოდ რუს ნაძირლებს, რომელთათვისაც არაფერია წმინდა, შეუძლიათ გამიზნულად დააზიანონ კიევ-პეჩერის ლავრა — იუნესკოს მემკვიდრეობის უნიკალური ობიექტი, რომელიც განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფება.ჩვენ სასწრაფოდ ვაინიცირებთ ყველა შესაბამის პროცედურას იუნესკოს ფარგლებში და ვიყენებთ ყველა სხვა საერთაშორისო მექანიზმს, რათა მოვითხოვოთ დაუყოვნებელი და ადეკვატური პასუხი ამ სახელმწიფო ბარბაროსობაზე.ველოდებით მტკიცე რეაქციას საერთაშორისო ინსტიტუციებისა და დედაქალაქებისგან. არანაირი ბუნდოვანი სიტყვები, დუმილი ან სუსტი ნაბიჯები. რუსული ბარბაროსობის შესაჩერებლად კონკრეტული ქმედებებია საჭირო" | წერს სიბიჰა და ფოტოს აქვეყნებს.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„რუსეთი აგებს ომს და ისეთი გაძაღლებულია, აღარ იცის, რით გაამწაროს უკრაინა და ამიტომ ყველაზე დიდ სიწმინდეს დაარტყა“ - ბაია პატარაია კიევ-პეჩორის ლავრის დაბომბვაზე
ბაია პატარაია სოცქსელში წერს:რუსეთი აგებს ომს და ისეთი გაძაღლებულია, აღარ იცის, რით გაამწაროს უკრაინა და ამიტომ ყველაზე დიდ სიწმინდეს დაარტყა. არ ვიცი, თუ ყოფილხართ, მაგრამ კიევ-პეჩორის ლავრა მთელი ქრ...
სოცმედია
• 2:48
აშშ-სა და ირანს შორის „სამშვიდობო შეთანხმება“ მიღწეულია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება დასრულებულია. ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნავს, რომ გაიხსნება ჰორმუზის სრუტე და და აშშ მოხსნის ირანის...
მსოფლიო
• 2:41
მესტიაში კიდევ 76 ე.წ. მაინერი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 76 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამის შ...
საზოგადოება
• 2:40
„სად არიან ღრუზინი “პატრიოტები”? აააა, “ერთმორწმუნეების” მიერ დაბომბილი არ ითვლება?! ხოოო, მაშინ ხოოო“ - ზურაბ ბატიაშვილი რუსების მიერ კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე
ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი სოცქსელში წერს: დღეს რუსებმა კიევ-პეჩერის ისტორიული ლავრა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს.სად არიან ღრუზინი “პატრიოტები”?აააა, “ერთმორწმუნეების” მიერ დაბომბილი არ ითვლება?!...
სოცმედია
• 2:21
„ბატონო ბიძინა, თქვენ ხომ მასონების გეშინიათ, არ გიყვართ და რაც დაიბადეთ, მას მერე, უთანასწორო ბრძოლაში ხართ მასონებთან. თქვენმა პრემიერმა, თქვენ დაგაბრალათ, რომ ხართ მასონი. გროსმაისტერი დაგიძახათ“ - გუბაზ სანიკიძე
ყოფილი პარლამენტარი, გუბაზ სანიკიძე, “ფორმულას” ეთერში, ამბობს: კობახიძემ ბიძინა ივანიშვილზე თქვა, ეს არის გროსმეისტერიო, ჯერ ერთი, გერმანული მაგან იცის, მე არ ვიცი და გროსმაისტერი უნდა ეთქვა. მერე თქ...
პოლიტიკა
• 1:21
„მდინარაძის ვერსიით ნახევარ მსოფლიოს ივანიშვილის გაგორება უნდა, თუმცა ვერ ახერხებენ იმიტომ, რომ...“ - ნინო ჯანგირაშვილი
ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი: მდინარაძის ვერსიით ნახევარ მსოფლიოს ივანიშვილის გაგორება უნდა, თუმცა ვერ ახერხებენ, იმიტომ რომ მაგრად დგანან მამუკა, ირაკლი, გელაგელაძე და სულხან თამაზაშვილი. კაი, ჯანდა...
სოცმედია
• 1:16
მეტის ნახვა