← მთავარი
მსოფლიო

დაიბომბა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც რუსულ არმიას ამარაგებს

8 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
დაიბომბა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც რუსულ არმიას ამარაგებს

რუსეთის ქალაქ სარატოვში, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შემდეგ, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანას გაუჩნდა ცეცხლი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კომპანია “როსნეფტის” სტრუქტურაში შედის. ის ვოლგისპირეთის ერთ-ერთი უძველესი საწარმოა, რომელიც საწვავით რუსეთის საოკუპაციო ჯარებს ამარაგებს.

8 ივლისის ღამეს, დრონებმა დარტყმები მიაყენეს რუსეთის ქალაქებს — სარატოვსა და ბორისოგლებსკს. იქ ხანძარი გაჩნდა, მათ შორის — ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაშიც.

სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რუსლან ბუსარგინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან მიიღეს ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლო თავდასხმის შესახებ.

ამის შემდეგ საინფორმაციო არხებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ადგილობრივ აეროპორტში თვითმფრინავების მიღებასა და გაფრენაზე შეზღუდვები დაწესდა.

უკვე ღამის სამი საათისთვის, მონიტორინგის ჯგუფებმა დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება აფეთქებებისა და სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონების სავარაუდო თავდასხმის შესახებ.

გარდა ამისა, მონიტორინგის სამსახურების ცნობით, დრონების სამიზნე გახდა რუსეთის ვორონეჟის ოლქის ქალაქი ბორისოგლებსკიც. იქ, სავარაუდოდ, ხანძარი ადგილობრივ აეროდრომზე გაჩნდა. ბორისოგლებსკის აეროდრომი სამხედრო ობიექტია, რომელსაც რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები იყენებს. სწორედ აქ არის ბაზირებული სუ-34, სუ-35ს, სუ-30სმ და სხვა ტიპის თვითმფრინავები.

← მთავარი