← მთავარი
მსოფლიო

სი ძინპინი შვიდი წლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეაში ეწვია

8 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
სი ძინპინი შვიდი წლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეაში ეწვია

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ფხენიანს შვიდი წლის შემდეგ პირველად ეწვია. BBC-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ მას ფერადი და საზეიმო დახვედრა მოუწყო.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და მისი მეუღლე რი სოლ ჯუ სი-ი წითელი ხალიჩითა და საპატიო ყარაულით შეხვდნენ; ქუჩებში შეკრებილი ხალხი ორი ქვეყნის დროშებს აფრიალებდა.

სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სიმ მაღალი შეფასება მისცა ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობებს და განაცხადა, რომ ორი ქვეყანა „ახალ ისტორიულ საწყის წერტილში” იმყოფება.

BBC წერს, რომ სი ძინპინი, როგორც წესი, წელიწადში სამ-ოთხ საგარეო ვიზიტს ახორციელებს. წლის პირველი ვიზიტი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, ვინაიდან პეკინის დიპლომატიურ პრიორიტეტებზე მიანიშნებს.

← მთავარი