მსოფლიო
რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა - დაღუპულია სულ მცირე 11 ადამიანი
რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა - დაღუპულია სულ მცირე 11 ადამიანი.
ამბობენ, რომ დაშავდა 46 ადამიანი, მათგან 27 ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის - სამი ბავშვი. ნგრევა და დაზიანებები დაფიქსირდა ქალაქის ოთხ რაიონში. ყველაზე მეტად პოდოლსკის რაიონი დაზარალდა.
უკრაინელი მაშველების ცნობით:
პოდოლსკის რაიონში საცხოვრებელი 9-სართულიანი კორპუსი დაზიანდა - ნგრევამ მეხუთედან მეცხრე სართულამდე მონაკვეთი მოიცვა.
ამ წუთებშიც გრძელდება მოქალაქეების ძებნა 21-სართულიან საცხოვრებელ სახლში, სადაც შენობა მეორედან მეხუთე სართულამდეა დანგრეული.
კიევის სხვადასხვა ნაწილში ასევე დაფიქსირდა ნამსხვრევების ჩამოვარდნა და ხანძრები. დედაქალაქში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.