დომინიკის რესპუბლიკაში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა — ორი ამერიკელი პილოტი დაიღუპა
დომინიკის რესპუბლიკაში კერძო Gulfstream G200 Galaxy ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ამერიკელი პილოტი — ერიკ ხავიერ დიაგო და რადი გაზალი — დაიღუპა. ბორტზე მხოლოდ ეკიპაჟი იყო; მგზავრები — ბეისბოლის ვარსკვლავი იადიერ მოლინა, მისი ოჯახი და მეგობრები — ჯერ არ ჩასხდომოდნენ.
ლა რომანას საერთაშორისო აეროპორტიდან თვითმფრინავი ოსტინში (ტეხასი) მიფრინავდა, საიდანაც მოლინა ოჯახთან ერთად პუერტო-რიკოში დაბრუნებას გეგმავდა. ასაფრენად გადასვლის მალევე ეკიპაჟმა სტაბილურობის დაკარგვა შეამჩნია და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ავარიული დაშვება ვერ მოხერხდა — თვითმფრინავი ღია ველზე ჩამოვარდა და ძლიერი აფეთქებით სრულად განადგურდა. გავრცელებული ვიდეოკადრები ასახავს, თუ როგორ კარგავს ბორტი კონტროლს.
„ვუსამძიმრებ პილოტების ოჯახებს. ეს ძალიან მტკივნეული ამბავია,” — დაწერა მოლინამ სოციალურ ქსელში. დომინიკის სამოქალაქო ავიაციის ინსტიტუტმა კატასტროფის მიზეზების გამოძიება დაიწყო.