← მთავარი
მსოფლიო

ხერსონზე რუსეთის შეტევისას დაიღუპნენ ნორვეგიული ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლები

25 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ხერსონზე რუსეთის შეტევისას დაიღუპნენ ნორვეგიული ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლები

ორგანიზაციის გამნაღმველთა ჯგუფზე თავდასხმა 24 ივნისს მოხდა. დაიღუპა ორი და დაიჭრა ოთხი თანამშრომელი. ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან.Norwegian People’s Aid-ის თანახმად, ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ორგანიზაციის წარმომადგენლები რუსული რაკეტა „ისკანდერით“ შეტევას ემსხვერპლნენ. ნორვეგიული ორგანიზაცია მუშაობს ინფორმაციის გადასამოწმებლად ყველა გარემოების დადგენის მიზნით.თავდასხმის შემდეგ Norwegian People’s Aid-მა განაცხადა, რომ თანამშრომლების დასაცავად შეაჩერა განაღმვის ყველა ოპერაცია.ეს ნორვეგიული ორგანიზაცია უკრაინას 2022 წლიდან ეხმარება და ათეულშია იმ უცხოური ორგანიზაციების, რომლებიც რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას სხვადასხვა სახის ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ.

ასევე ნახეთ

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკრაინის იერიშების შემდეგ 6 თვით შეაჩერა მუშაობა

← მთავარი