მსოფლიო
პესკოვი: ომი შეიძლება დღესვე დასრულდეს — ზელენსკიმ ჯარს „რუსეთის ტერიტორიის” დატოვება უნდა უბრძანოს
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი: „ომი შეიძლება დღესვე დასრულდეს. ამისთვის ზელენსკიმ საკუთარ შეიარაღებულ ძალებს რუსეთის ტერიტორიის დატოვება უნდა დაუბრძანოს.”
უსაფრთხოების ფორუმზე „უსაფრთხოების არქიტექტურა 2026” უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა კი განაცხადა, რომ ზელენსკის მანდატია ომი „რაც შეიძლება სწრაფად, სასურველია ზამთრის დადგომამდე” დაასრულოს.
„რუსეთის ტერიტორია” და „რუსეთის რეგიონები” კრემლის ლექსიკაში გულისხმობს უკრაინის ოკუპირებულ და ანექსირებულ ოლქებს: ყირიმს, დონბასს, ზაპოროჟიეს და ხერსონს — ტერიტორიებს, რომელთა ანექსია საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი არ ცნობს.