პუტინმა ტრამპს დაურეკა და დაბადების დღე მიულოცა
მსოფლიო • 13:11
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დაურეკა და დაბადების დღე მიულოცა | ინფორმაციას პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი ავრცელებს და ამბობს, რომ “საუბარი მეგობრულ და გულახდილ ატმოსფეროში წარიმართა და 55 წუთს გაგრძელდა” მანამდე ტრამპს დაბადების დღის მისალოცად დაურეკა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმაც, რომელმაც სატელეფონო საუბრის შემდეგ დაწერა, რომ ამერიკელ კოლეგასთან სამშვიდობო საკითხებიც განიხილა