← მთავარი
მსოფლიო

Blue Origin-ის New Glenn რაკეტა ფლორიდაში გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა

28 მაისი, 2026 · წყარო: tabula.ge
Blue Origin-ის New Glenn რაკეტა ფლორიდაში გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა

ამერიკელი მილიარდერის ჯეფ ბეზოსის კოსმოსური კომპანია Blue Origin-ის New Glenn რაკეტა 28 მაისს ფლორიდაში, გამშვებ პლატფორმაზე, საგამოცდო ტესტირებისას აფეთქდა. კომპანიის ცნობით, შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა გამშვებ პლატფორმასა და მიმდებარე ინფრასტრუქტურას ზიანი მიადგა.

New Glenn მომდევნო მისიამდე გამოცდებს გადიოდა. ამ მისიის ფარგლებში Blue Origin 4 ივნისს დედამიწის ორბიტაზე 48 კომუნიკაციური სატელიტის გაშვებას გეგმავდა.

„ზედმეტად ადრეა გამომწვევი მიზეზის დასადგენად, მაგრამ ამის გარკვევაზე უკვე ვმუშაობთ. ძალიან რთული დღეა, მაგრამ აღვადგენთ ყველაფერს, რისი აღდგენაც საჭიროა, და ფრენას დავუბრუნდებით. ეს ამად ღირს”, — დაწერა ბეზოსმა სოციალურ ქსელ X-ზე.

აფეთქების კადრები სოციალურ მედიაში გავრცელდა.

← მთავარი