← მთავარი
მსოფლიო

კრემლში აცხადებენ, რომ ბენზინის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს საზღვარგარეთ აწარმოებენ

30 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
კრემლში აცხადებენ, რომ ბენზინის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს საზღვარგარეთ აწარმოებენ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი საწვავის იმპორტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. პესკოვმა უარი თქვა დაეკონკრეტებინა, რომელი ქვეყნებიდან აპირებენ ნავთობპროდუქტების შეძენას.

“გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ ამას არ განვიხილავთ; კონტაქტები მიმდინარეობს. თუ შეთანხმებას მივაღწევთ მისაღებ ფასებზე, ეს მოხდება. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ბაზრის სტაბილიზაციისკენ და მიზნად ისახავს მოთხოვნის ამ ზრდის შემცირებას’, — პესკოვის კომენტარს Meduza ციტირებს.

მათივე ცნობით, კვირას, 28 ივნისს, საწვავის ბაზარზე გამართულ შეხვედრაზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურ პირებს დაავალა “ნავთობპროდუქტების იმპორტის საკითხის მოგვარება”. ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, რომელი ქვეყნებიდან აპირებს რუსეთი ნავთობპროდუქტების მოპოვებას.

Meduza წერს, რომ სანქციების მიუხედავად, რუსეთი 2025 წლის ბოლოსთვის ნავთობპროდუქტების ექსპორტიორთა სიაში მეექვსე ადგილზეა (და ნედლი ნავთობის ექსპორტით — მეორე).

რუსეთში, საწვავის დეფიციტის ფონზე, ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები წესდება

“ფრენების გაგრძელება ეკონომიკურ აზრს კარგავს” — Azimut-ს, რომელიც რუსეთ-საქართველოს რეისზე დაფრინავს, საწვავის დეფიციტი აქვს

← მთავარი