მსოფლიო
ირანმა ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული 32 წლის მამაკაცი სიკვდილით დასაჯა
ირანმა სიკვდილით დასაჯა 32 წლის ეჰსან აფრაშტეჰი, რომელიც ისრაელის სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული იყო. ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
Iran International-ის ცნობით, 1993 წელს ისპაჰანში დაბადებული აფრაშტეჰი 2024 წელს თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს. სამოქალაქო ინჟინერიის მაგისტრი რამდენიმე თვე სამარტოო საკანში, დაკითხვის ქვეშ გაატარა. 2025 წელს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოიტანეს, ირანის უზენაესმა სასამართლომ კი იგი ძალაში დატოვა.
ბრალდებით, აფრაშტეჰი ირანის სტრატეგიულ ინფორმაციას ყიდდა ისრაელისთვის. მას ისრაელთან თანამშრომლობის პერიოდში შეთვისებული ებრაული ენის გარდა, ინგლისური და ფრანგული ასევე თავისუფლად ჰქონდა ათვისებული.