← მთავარი
მსოფლიო

დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთში რუსი კარიკატურისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია და ის საქართველოს პასპორტს იყენებს

18 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთში რუსი კარიკატურისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია და ის საქართველოს პასპორტს იყენებს

“ბიალა პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ავრცელებს.

„ლუბლინის პოლიციამ და შიდა უსაფრთხოების სააგენტომ ბიალა პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა. ის საქართველოს პასპორტს იყენებს“, - წერს ტუსკი X-ზე

ტუსკის თქმით, პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურები მკვლელობის დამკვეთის დასადგენად მუშაობენ.

ცნობისთვის, საქმე რამდენიმე დღის წინ პოლონეთში, ბიალა პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის, 44 წლის მამაკაცის მკვლელობას ეხება. რუს მხატვარს და სატირიკოსს, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის, თავდამსხმელმა საცხოვრებელ კორპუსთან რამდენჯერმე ესროლა. პოლონური მედიის ინფორმაციით, სკრეპეცკი საკუთარ ნამუშევრებში რუსეთის ხელისუფლებას, მათ შორის ვლადიმერ პუტინს ხშირად აკრიტიკებდა. იხილეთ ასევე:

7 ტყვია, მათ შორის საკონტროლო გასროლა - პოლონეთში პუტინის მოწინააღმდეგე, რუსი კარიკატურისტი მოკლეს

← მთავარი