ყოფილი ბრიტანელი მაღალჩინოსანი, კონსერვატორი ენ უიდიკომბი მოკლეს – დაკავებულია ერთი პირი
10 ივლისს გაერთიანებული სამეფოს პოლიციამ ყოფილი მინისტრისა და პარტია Reform UK-ის წევრ ენ უიდეკომბის მკვლელობის ბრალდებით 26 წლის მამაკაცი დააკავა. 78 წლის უიდეკომბი საკუთარ სახლში მძიმე დაზიანებებით გარდაცვლილი იპოვეს.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული 26 წლის თეთრკანიანი ბრიტანეთის მოქალაქეა. ის ქალაქ ნიუტონ-აბოტში დააკავეს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, უიდეკომბის საცხოვრებელი ადგილიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს.
დევონისა და კორნუოლის პოლიციის უფროსის მოადგილემ, მეტ ლონგმანმა, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ მკვლელობა ტერორიზმთან ან პოლიტიკურ მოტივთან იყო დაკავშირებული.
ენ უიდეკომბი 1992-1997 წლებში, ჯონ მეიჯორის კონსერვატიულ მთავრობაში, უმცროსი მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო მოგვიანებით ნაიჯელ ფარაჯის პარტია Reform UK-ში იმიგრაციისა და მართლმსაჯულების საკითხების სპიკერი იყო.