← მთავარი
მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში გაემგზავრა

6 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში გაემგზავრა

სომხეთის პრემიერმინისტრის აპარატის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობის მეთაური ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის ფედერაციაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკოლ ფაშინიანი ეკატერინბურგში საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიაში მიიღებს მონაწილეობას, რის შემდეგაც დაგეგმილია მისი ორმხრივი შეხვედრა რუსეთის პრემიერმინისტრ მიხეილ მიშუსტინთან.

“პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა.

პრემიერმინისტრი მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სესიაში თემაზე “მრეწველობა 360. წარმოება საზღვრების გარეშე”, რომელიც ეკატერინბურგში, საერთაშორისო სამრეწველო გამოფენა “ინოპრომ-2026”-ის ფარგლებში იმართება.

ასევე დაგეგმილია პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარესთან (პრემიერმინისტრთან), მიხეილ მიშუსტინთან”, — წერია სომხეთის პრემიერმინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

← მთავარი