მსოფლიო
რუსეთმა 272 დრონით შეუტია უკრაინას — ხერსონის ოლქში 6 ადამიანი დაიღუპა
6 ივნისის ღამეს რუსეთის არმიამ უკრაინაზე 272 დრონით იერიში მიიტანა — ასე იუწყება უკრაინის საჰაერო ძალები. 249 უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს; დრონები სამიზნეებს 11 ადგილას მოხვდა, კიდევ 13 ადგილას ნამტვრევები ჩამოვარდა.
ზაპოროჟიეში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მახლობლად დრონი ჩამოვარდა — შვიდი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი ბავშვი. ახლომდებარე ავტოსადგომში ხანძარი გაჩნდა.
ხერსონის ოლქში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის თავდასხმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 27 დაჭრილია. რუსეთის არმიამ სოციალური ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი უბნები მიზანში ამოიღო.
სუმის ოლქში ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. ხარკოვის ოლქში FPV-ტიპის დრონმა 51 წლის კაცი იმსხვერპლა.