← მთავარი
მსოფლიო

რუსეთმა ჭადრაკის ყოფილ მსოფლიო ჩემპიონ გარი კასპაროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

23 მაისი, 2026 · წყარო: newposts.ge
რუსეთმა ჭადრაკის ყოფილ მსოფლიო ჩემპიონ გარი კასპაროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა ჭადრაკის ყოფილ მსოფლიო ჩემპიონ გარი კასპაროვზე ფედერალური და საერთაშორისო ძებნის ციკულარი გამოაცხადა. ბრალი — „ინტერნეტში ტერორიზმის გამართლება” და „უცხოური აგენტის საქმიანობის წესების დარღვევა” — დაუსწრებლად წარედგინა.

კასპაროვი პუტინის რეჟიმის ხმამაღალი კრიტიკოსია, წლებია ემიგრაციაშია. 2022 წლიდან რუსეთი მას „ტერორისტებისა და ექსტრემისტების” ოფიციალურ სიაში ათავსებს. საერთაშორისო ძებნა ამ ეტაპზე მორიგი ინსტრუმენტია, რომლითაც კრემლი ემიგრაციაში მყოფ მოწინააღმდეგეებს ემუქრება.

← მთავარი