← მთავარი
მსოფლიო

მოსკოვის ცენტრში რუფერი „სტალინურ ცათამბჯენზე“ აძვრა – პოლიციამ გამოძიება დაიწყო

7 ივლისი, 2026 · წყარო: newposts.ge
მოსკოვის ცენტრში რუფერი „სტალინურ ცათამბჯენზე“ აძვრა – პოლიციამ გამოძიება დაიწყო

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემოწმება დაიწყო მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აძვრა რუფერი მოსკოვში, კოტელნიჩესკაიას სანაპიროზე მდებარე ცნობილი „სტალინური ცათამბჯენის“ ვარსკვლავზე.

ამ დროისთვის სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ ახალგაზრდის ვინაობა, შემთხვევის ზუსტი დრო და ინციდენტის სხვა გარემოებები.

კოტელნიჩესკაიას სანაპიროზე მდებარე მაღალსართულიანი შენობა 1952 წელს აშენდა. მისი სიმაღლე ვარსკვლავთან ერთად 176 მეტრს აღწევს.

← მთავარი