← მთავარი
მსოფლიო

ზელენსკი ტრამპს ტელეფონით ესაუბრა, G7-ზე სამიტზე შეხვედრისას "მეტს განიხილავენ"

14 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ზელენსკი ტრამპს ტელეფონით ესაუბრა, G7-ზე სამიტზე შეხვედრისას

ტრამპის 80 წლის იუბილეზე, 14 ივნისს ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ტელეფონით ესაუბრა.მათი საუბრის შესახებ ცნობა გავრცელდა კრემლის მიერ ინფორმაციამდე ცოტა ხნით ადრე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც დაურეკა ტრამპს უკრაინასა და ირანში მიმდინარე ომებზე სასაუბროდ.

ასევე ნახეთ

ტრამპმა და პუტინმა ტრამპის 80 წლის იუბილეს დღეს სატელეფონო საუბარი გამართეს უკრაინის და ირანის ომებზე

ზელენსკიმ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მან და ტრამპმა „განიხილეს საკითხები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მშვიდობის დამყარებას ახლა” და უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, მან აცნობა ტრამპს “ ბრძოლის ველზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და ჩვენი პოზიციის გაძლიერების შესახებ“.„შევთანხმდით, რომ უფრო მეტს განვიხილავთ “დიდი შვიდეულის” სამიტზე ჩვენი შეხვედრის დროს. გვაქვს რამდენიმე კარგი იდეა, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს მშვიდობის ხელშეწყობას და სიცოცხლის დაცვას“, - დასძინა ზელენსკიმ. „ეს იყო საკმაოდ შინაარსიანი საუბარი ყველაფერზე - დაბადების დღის სურვილებიდან დაწყებული დიპლომატიითა და ომი-მშვიდობით დამთავრებული“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზელენსკის მრჩეველმა, დმიტრო ლიტვინმა და დასძინა, რომ სატელეფონო საუბარი „30-35 წუთს“ გაგრძელდა.ტრამპი სამშაბათს, საფრანგეთში, ზელენსკისთან ერთად დიდი შვიდეულის სამუშაო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.აშშ-ს ხელმძღვანელობით უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებმა, რომელიც მეხუთე წელია მიმდინარეობს, ირანის ომის გამო გვერდზე გადაიწია.ტრამპმა ორივე მხარეს კონფლიქტის დასრულებისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც თავდაპირველად დაიკვეხნა, რომ ომის დასრულებას თანამდებობაზე არჩევიდან მალევე შეძლებდა. მან ასევე არაერთხელ მოუწოდა უკრაინას, რომ რუსეთთან კომპრომისზე წასულიყო.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი 80 წლის იუბილეს შერეული საბრძოლო ხელოვნების ბრძოლებით აღნიშნავს

← მთავარი