← მთავარი
მსოფლიო

ხუთი ადამიანი, მათ შორის ბავშვი ემსხვერპლა რუსეთის დარტყმას უკრაინის სუმიზე

11 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ხუთი ადამიანი, მათ შორის ბავშვი ემსხვერპლა რუსეთის დარტყმას უკრაინის სუმიზე

11 ივლისს, დღისით რუსეთის ძალებმა დაბომბეს უკრაინის ქალაქი სუმი, დაიღუპა სულ მცირე ხუთი ადამიანი, მათ შორის ბავშვი, დაჭრილია კიდევ მინიმუმ 30 პირი. პოლიციის მონაცემებით, დაღუპული ბავშვი 13 წლის გოგონაა, რომელიც დარტყმის მომენტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე იყო.

სუმის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ გრიგოროვის ცნობით, ორი მართული საავიაციო ბომბი დაეცა “ხალხმრავალ ადგილზე, სადაც იმყოფებოდნენ მშვიდობიანი მოსახლეები, მოძრაობდა ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ერთ-ერთი დარტყმის ეპიცენტრი იყო გზა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება”. მისი თქმით, კიდევ ერთი დარტყმა განხორციელდა ინფრასტრუქტურის ობიექტზე, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა საცხოვრებელ სახლებს.

რუსეთის დარტყმების შედეგად უკრაინაში ფაქტობრივად ყოველდღე იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. გაეროს მონაცემებით, ივნისში დადასტურებულია უკრაინის სულ მცირე 265 მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვა.

← მთავარი