← მთავარი
მსოფლიო

რუსეთმა კიევი დაბომბა - უკრაინის დედაქალაქში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

2 ივლისი, 2026 · წყარო: newposts.ge
რუსეთმა კიევი დაბომბა - უკრაინის დედაქალაქში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

რუსეთის მიერ 2 ივლისის ღამეს კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა და 86 დაშავდა, მათგან 70-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ნანგრევებიდან ცოცხლად 7 ადამიანის ამოყვანა მოხერხდა.

რუსეთის მიერ განხორციელებული კომბინირებული დარტყმის შედეგად, დილის მონაცემებით, ნგრევა და დაზიანებები კიევის ყველა რაიონში, ჯამში 30-ზე მეტ ლოკაციაზეა დაფიქსირებული. შემთხვევის ადგილებზე ამ წუთებშიც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

← მთავარი