მსოფლიო
სერბეთი და NATO ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ
სერბეთი NATO-სთან ერთობლივ სამხედრო სწავლებებს ატარებს. ბელგრადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, თუმცა ოფიციალური სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ინარჩუნებს.

ეს სწავლებები სერბეთ-NATO პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარეობს. ბელგრადი ალიანსის სრულ წევრობაზე უარს ამბობს, მაგრამ ტექნიკური თანამშრომლობა მაინც გრძელდება.
სერბეთს ამ ეტაპზე ორმაგი ვექტორის პოლიტიკა აქვს — ევროინტეგრაციისკენ სწრაფვასთან ერთად, მოსკოვთანაც ინარჩუნებს ეკონომიკურ და სიმბოლურ კავშირებს. NATO-სთან ერთობლივი წვრთნები ეს ორ პოლუსს შორის ბალანსის შენარჩუნების მცდელობის ნაწილია.