← მთავარი
მსოფლიო

ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

24 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 22 ივნისიდან, მუშაობა შეწყვიტა ბელარუსში არსებულმა სისტემებმა, რომლებიც უკრაინაზე რუსეთის მიერ შაჰედის ტიპის დრონებით იერიშების კორექტირებისთვის გამოიყენებოდა.

“სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი, ისინი დაშალეს თუ არა. თუმცა, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდები და ანგარიშს ყოველდღიურად ვიღებ. ფაქტი ისაა, რომ დღეს რეტრანსლატორები აღარ მუშაობს”. - თქვა ზელენსკიმ.

19 ივნისს, ზელენსკიმ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული გამმეორებლების გამორთვისკენ მოუწოდა, რომელთა მეშვეობითაც, ზელენსკის თქმით, უკრაინის მოსახლეობაზე ცეცხლის კორექტირება ხდება.

წინააღმდეგ შემთხვევაში ზელენსკიმ ლუკაშენკო გააფრთხილა, რომ უკრაინა თავადვე გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს. გადაწყვეტილების მისაღებად უკრაინის პრეზიდენტმა მას ერთი კვირა მისცა.

← მთავარი