მსოფლიო
კანის კინოფესტივალი 2026: ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე
კანის 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 2026 წელს გაიხსნა. ფრანგული კურორტის ცნობილ „პალე დე ფესტივალი”-ში მსოფლიოს წამყვანი კინომსახიობები და რეჟისორები შეიკრიბნენ.

ფესტივალის გახსნა ტრადიციული წითელი ხალიჩის ცერემონიით დაიწყო. ამ წელს კონკურსში 22 ფილმი მონაწილეობს, რომელთა შორის ევროპელი, ამერიკელი და აზიელი რეჟისორების ნამუშევრებია.
კანის ოქროს პალმის შტოს მიღება კინოსამყაროს ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება. ფესტივალი 24 მაისამდე გაგრძელდება.