← მთავარი
მსოფლიო

კანადა 16 წლამდე ბავშვებს სოციალური მედიის ანგარიშებს უკრძალავს

11 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
კანადა 16 წლამდე ბავშვებს სოციალური მედიის ანგარიშებს უკრძალავს

კანადის მთავრობამ ოთხშაბათს პარლამენტში ციფრული უსაფრთხოების კანონპროექტი შეიტანა, რომელიც 16 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალური მედიის ანგარიშების ქონას უკრძალავს. Deutsche Welle ამ ამბავს ავრცელებს.

„ჩვენ ვერ ვიცავთ ჩვენს შვილებს. საკმარისია”, — განაცხადა კანადის კულტურის მინისტრმა მარკ მილერმა კანონპროექტის პარლამენტში შეტანის დღეს.

დოკუმენტი შვიდ კატეგორიის მავნე კონტენტს ეხება: ბავშვის სექსუალური ექსპლუატაცია; კონტენტი, რომელიც თვითდაზიანებისკენ უბიძგებს; ბულინგი; ძალადობისკენ მოწოდება; სიძულვილის გაღვივება; ტერორისტული კონტენტი; ინტიმური ფოტო/ვიდეო, გავრცელებული უნებართვოდ.

გამონაკლისი შესაძლებელია იმ პლატფორმებისთვის, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ კონკრეტულ უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებენ. ამ კრიტერიუმების შინაარსი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კანონი ახალ მარეგულირებელს ქმნის — „კანადის ციფრული უსაფრთხოების კომისიას”. ამ ორგანოს ამოქმედებას კანონის მიღებიდან 18 თვე დასჭირდება. Reuters-ის ცნობით, თავად კანონმდებლობის მიღება ერთ წელს შეიძლება მოითხოვდეს. პლატფორმების მიმართ ჯარიმა გლობალური შემოსავლის 3%-ს ან 10 მილიონ კანადურ დოლარს (დაახლ. 7.2 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს — იმის მიხედვით, რომელი უფრო მაღალია.

← მთავარი