← მთავარი
მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანში გოგონათა სკოლას არავინ დასხმია თავს

17 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში გოგონათა სკოლას არავინ დასხმია თავს

Reuters-მა თავიდან გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამხედროების წინასწარმა შიდა გამოძიებამ აჩვენა, რომ აშშ-ის ძალები, სავარაუდოდ, პასუხისმგებელნი იყვნენ სამხრეთ ირანში, მინაბში მომხდარ სისხლიან დარტყმაზე.პენტაგონმა მას შემდეგ გამოძიება გააფართოვა, მაგრამ წინასწარი დასკვნები არ დაუდასტურებია.ირანელი ოფიციალური პირების თქმით, 28 თებერვალს, კონფლიქტის პირველ დღეს განხორციელებულ დარტყმას 175-ზე მეტი ბავშვი და მასწავლებელი ემსხვერპლა.საქმე „გამოძიების პროცესშია“, - განაცხადა ტრამპმა საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბენში „დიდი შვიდეულის“ კონფერენციის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ შეცდომები ომშიც დაშვებულია. „ეს არავის გაუკეთებია განზრახ“.

ასევე ნახეთ

აშშ-ის კონგრესი ირანში გოგონათა სკოლაზე დარტყმის გარემოებათა გამოძიების დასკვნას ელის - რადიო თავისუფლების წყაროები

თავდაპირველად, მტკიცებულებების გარეშე, ტრამპმა თქვა, რომ ირანი იყო პასუხისმგებელი. შემდეგ განაცხადა, რომ დარტყმის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ აქვს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მის შედეგებს ელოდება.გასულ თვეში აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა განაცხადა, რომ გოგონათა სკოლაში დარტყმის გამოძიება „რთულია“ იმის გათვალისწინებით, რომ ის ირანის ამჟამინდელ სარაკეტო ბაზაზე იყო განთავსებული, მაგრამ გამოძიება დასასრულს უახლოვდება.სკოლის ოფიციალური ვებსაიტის საარქივო ასლები აჩვენებს, რომ სკოლა “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” მიერ მართულ კომპლექსს ესაზღვრება.Reuters-ი საკითხთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სამიზნე რუკების შექმნისთვის პასუხისმგებელმა აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, როგორც ჩანს, მოძველებული სადაზვერვო მონაცემები გამოიყენეს.

ასევე ნახეთ

ტრამპი აცხადებს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან განიხილავს ირანის ბალისტიკურ რაკეტებსა და ტერორისტულ მოკავშირეებს

← მთავარი