„შენ გიჟი ხარ” — ტრამპმა ნეთანიაჰუს ბეირუთზე დარტყმა გააუქმებინა
ამერიკული გამოცემა Axios-ი, სამი თანამდებობის პირის ცნობაზე დაყრდნობით, იუწყება: ბოლო სატელეფონო საუბარში დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს „შენ გიჟი ხარ” უთხრა და ბეირუთზე ახალი სამხედრო დარტყმის გეგმა გააუქმებინა.
ტრამპი გაბრაზებული იყო ისრაელის წინა დარტყმების სამოქალაქო მსხვერპლის გამო. Axios-ის ცნობით, ტრამპმა ნეთანიაჰუს განუმარტა: „ყველა ისრაელს სძულს” — და დაუმატა, რომ „დააპატიმრებდა” კიდეც. პრეზიდენტი მოითხოვდა, ბეირუთის ახალი დარტყმა გაუქმებულიყო.
ისრაელ-ლიბანის ომი გასულ წელს დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, მაგრამ პერიოდულად ინციდენტები და ორმხრივი ბრალდებები გრძელდება. ნეთანიაჰუ ივლისიდან სასამართლო პროცესს ექვემდებარება კორუფციის სამ სისხლის სამართლის საქმეში.
ამ განცხადებების ოფიციალური კომენტარი ისრაელის მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა.