← მთავარი
მსოფლიო

რუმინეთის პრეზიდენტმა ახალი პრემიერმინისტრი დანიშნა

14 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
რუმინეთის პრეზიდენტმა ახალი პრემიერმინისტრი დანიშნა

ევროკავშირის წევრმა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო მას შემდეგ, რაც ლიბერალი პრემიერმინისტრი ილიე ბოლოჟანი მაისის დასაწყისში უნდობლობის ვოტუმის შედეგად გადააყენეს.მისმა ყოფილმა პარტნიორმა, მმართველმა სოციალდემოკრატიულმა პარტიამ, გადაწყვიტა მმართველი კოალიციისდატოვება და უკიდურეს მემარჯვენეებს შეუერთდა ამ საკითხზე.„ბატონმა ევგენ ტომაკმა დღეს დილით მოხსნა თავისი კანდიდატურა და ამ ვითარებაში, ბატონ ადრიან ვესტეას პრემიერმინისტრად ვნიშნავ“, - განაცხადა დენმა.ლიბერალური პარტიის 52 წლის წამყვან წევრ ვესტეას ახალი პროდასავლური საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირება დაევალა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტარის, ტომაკის მიერ შემოთავაზებულმა ტექნოკრატიულმა პროგრამამ საჭირო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.ლიბერალური პარტიის ლიდერმა ბოლოჟანმა კვირას განაცხადა, რომ ის წინასწარ არ იყო ინფორმირებული ამ ნაბიჯის შესახებ და პრეზიდენტი დაადანაშაულა „მტრულ ქმედებასა და პარტიის გახლეჩის აშკარა მცდელობაში“.

ასევე ნახეთ

რუმინეთის ექს-პრეზიდენტს მოლდოვის მოქალაქეობა დაუბრუნეს - კიშინიოვისა და ბუქარესტის დაახლოება ახალ ფაზაში შედის?

← მთავარი