მსოფლიო
მოკლულია რუსი ოპოზიციონერი მხატვარი და სატირიკოსი სემიონ სკრეპეცკი - რა მოხდა პოლონეთის ქალაქ ბიალა პოდლიასკაში
მოკლულია რუსი ოპოზიციონერი მხატვარი და სატირიკოსი სემიონ სკრეპეცკი - რა მოხდა პოლონეთის ქალაქ ბიალა პოდლიასკაში
მსოფლიო • 1:23
პოლონეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბიალა პოდლიასკაში, რუსი ოპოზიციონერი მხატვარი და სატირიკოსი სემიონ სკრეპეცკი მოკლეს. 44 წლის სკრეპეცკის 15 ივნისს დილის საათებში, ავტოსადგომზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ტელეარხ wPolsce24-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეიარაღებულმა პირმა მხატვარს ახლო მანძილიდან რამდენჯერმე ესროლა. მკვლელობის შემდეგ პოლიციამ გზები და ქალაქის გასასვლელები გადაკეტა, ხოლო სკოლა და საბავშვო ბაღი, სადაც სკრეპეცკის შვილები იმყოფებოდნენ, დაცვის ქვეშ აიყვანა. ამავე მედიის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილია, სავარაუდოდ, ორი პირი. ერთი ბელარუსის საკონსულოსთან ახლოს, ბიალა პოდლიასკაშივე დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ის ბელარუსის მოქალაქეა. მეორე ეჭვმიტანილს ეძებენ. მკვლელობამდე 3 დღით ადრე, სკრეპეცკიმ ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან პუტინისა და სტალინის სატირული კარიკატურებით ერთკაციანი საპროტესტო აქცია გამართა. სხვადასხვა დროს, მას დახატული აქვს პუტინის, კადიროვის, ლუკაშენკოს კარიკატურები. სკრეპეცკიმ რუსეთი 2021 წელს დატოვა და საჯაროდ დაწვა რუსული პასპორტი. მას შემდეგ ლტოლვილის სტატუსით პოლონეთში ცხოვრობდა. რუსეთმა ის „ექსტრემისტებისა და ტერორისტების“ სიაში შეიყვანა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„კულტურამ რუსეთსა და საქართველოს შორის ნდობა უნდა აღადგინოს“ - პუტინის სპეციალური წარმომადგენელი
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, მიხაილ შვიდკოი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კულტურას შეუძლია ამ ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი...
პოლიტიკა
• 2:17
„იწყება საფუძვლის მზადება ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლად“ - სალომე სამადაშვილი პაპუაშვილის განცხადებაზე
სალომე სამადაშვილი სოცქსელში პაპუაშვილის ევროკავშირზე დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და წერს:იწყება საფუძვლის მზადება ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლად. ევროკავშირში დღეს უკრაინ...
პოლიტიკა
• 2:15
„განიხილება იდეა, რომ ევროკავშირის მომავალ წევრებს არ ექნებათ იგივე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წევრებს... ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა“ - პაპუაშვილი
"გუშინ, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა, აღნიშნა, რომ ევროკავშირში განიხილება იდეა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალ წევრებს არ ექნებათ იგივე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წ...
პოლიტიკა
• 1:58
„ტყუილად ხარჯავთ ქოცები დროს და რესურსს - თქვენი ჭ კლასის პროპაგანდა მხოლოდ ღიმილსმომგვრელია“ - ლევან სანიკიძე
ლევან სანიკიძე სოცქსელში წერს: ტყუილად ხარჯავთ ქოცები დროს და რესურსს - თქვენი ჭ კლასის პროპაგანდა მხოლოდ ღიმილსმომგვრელია.მაგარი ნაწვალები აქვთ ფოტოების შერჩევის დროს. ასე გააგრძელეთ ძვირფასებო!
სოცმედია
• 1:42
ცვლილება უნგრეთის კონსტიტუციაში - ორბანს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნება აეკრძალა
Reuters: უნგრეთის პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომელიც ვიქტორ ორბანს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას უკრძალავს | გამოცემა წერს, რომ ცვლილების მიხედვით, პრემიერმინისტრებს თანა...
მსოფლიო
• 1:07
"ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება“ - ტრამპი
"ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება. ასევე, ინფორმაცია, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს გადაუხდის არის სიყალბე, რომელიც დემოკრატებმა გაავრცელეს" | წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამ...
მსოფლიო
• 1:06
მეტის ნახვა