მსოფლიო
ისრაელი ირანზე თავდასხმებს შეაჩერებს, მაგრამ ლიბანზე — გააგრძელებს
ისრაელი მიიღებს ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნას ირანზე თავდასხმების შეჩერების შესახებ, თუმცა სამხრეთ ლიბანზე სამხედრო ოპერაციებს გააგრძელებს. ამის შესახებ CNN-ს ისრაელიდან ინფორმირებული წყაროები ამბობენ.
ერთ-ერთი წყაროს შეფასებით, სიტუაცია მყიფეა: ირანმა გააფრთხილა, რომ ლიბანზე თავდასხმების გაგრძელება მასზე „გაცილებით მკაცრ და განადგურებელ” ზომებს გამოიწვევს.
მანამდე ირანმა განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას აჩერებს. ბოლო 24 საათში ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის ეს მეორე სატელეფონო საუბარი იყო — ამ კვირასაც ისრაელის პრემიერს ირანთან დაპირისპირების გაგრძელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.