ისრაელის არმია: ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვა
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა X-ზე დაადასტურა, რომ ირანმა ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. საჰაერო თავდაცვის სისტემები დაუყოვნებლივ ამოქმედდა. Axios-ის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელ-ირანის ესკალაციის შესახებ ინფორმირებულია.
ირანის სახელმწიფო მედიამ შემდგომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტების მეორე ტალღაც გაეშვა. Reuters-ი ამ ცნობას ავრცელებს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ კონკრეტდება.
ირანის რევოლუციური გვარდია ისრაელს ღიად გააფრთხილა: თუ ლიბანზე თავდასხმები გაგრძელდება ან ირანის ქმედებებს ძალით უპასუხებს, „კიდევ უფრო გამანადგურებელი და სამწუხარო დარტყმები” მოჰყვება. 7 ივნისს ისრაელის სამხედრომ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანს, დაჰიეს, ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა დაბომბა.
2 მარტიდან ლიბანში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად სამ ათასამდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ათობით — ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ. ლიბანის სამხრეთის მოსახლეობა საცხოვრებელი ადგილების დატოვებას განაგრძობს.