← მთავარი
მსოფლიო

ზელენსკი: პარტნიორებს უკრაინა არ გაუფრთხილებიათ კიევზე მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმის შესახებ

13 ოქტომბერი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ზელენსკი: პარტნიორებს უკრაინა არ გაუფრთხილებიათ კიევზე მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმის შესახებ

რუსეთის ჯარებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით 12 ოქტომბერს ღამით დაარტყეს. საჰაერო განგაშის სიგნალი არა წინასწარ, არამედ დარტყმის მომენტში ჩაირთო.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ ინფორმაცია მოწინააღმდეგის ტერიტორიიდან რაკეტების გამოშვების შესახებ წინასწარ არ მიუღიათ და რადიოლოკაციურმა საშუალებებმა რაკეტები აღმოაჩინეს უშუალოდ შეტევის მომენტში. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რაკეტებით დარტყმა იყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტსა და ოთხსართულიან სასაწყობე შენობაზე.

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, „ამ დარტყმაზე, სამწუხაროდ, პარტნიორებისგან გაფრთხილება არ ყოფილა. სადაზვერვო მონაცემები რუსული ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ეხმარება და ეს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხია“.

უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რატომ ვერ მიიღეს წინასწარი გაფრთხილება. უკრაინის თავდაცვის ძალები სადაზვერვო მონაცემებს დასავლელი პარტნიორებისგან იღებენ. დეტალები, როგორც წესი, საჯარო არ არის.

← მთავარი