ვუჩიჩი: „შესაძლოა, მალე გადავდგე” — სერბეთში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა პეკინში ვიზიტის დაწყებისას განუცხადა ჟურნალისტებს: „შესაძლებელია, რომ მალე გადავდგე.” ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ მისი მანდატი მალე იწურება და თანამდებობა შესაძლოა დატოვოს. მისი სიტყვებით, თუ გადადგება, ამას პირდაპირ გააკეთებს — ისე, როგორც მისი წინამორბედი ბორის ტადიჩი აკეთებდა ხოლმე ახალ არჩევნებში გასარჯებლად, კანონების მანიპულირებით.
ამავდროულად, სერბეთში ვუჩიჩის წინააღმდეგ გამართული მასშტაბური ანტისამთავრობო ტალღის ფარგლებში ბელგრადში შეტაკება მოხდა მომიტინგეებსა და პოლიციას შორის. ბელგრადის ცენტრში სპეცდანიშნულების რაზმები და ჯავშანტექნიკა განალაგეს.
თავად ვუჩიჩი სერბეთში მიმდინარე საპროტესტო ტალღას „შინაარსმოკლებულს” უწოდებს — „ცარიელია და არც განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი,” — განაცხადა მან, მომიტინგეებს ძალადობაში ადანაშაულებს.