← მთავარი
მსოფლიო

ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან - ლავროვი

23 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან - ლავროვი

ზელენსკი ფიურერია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინასთან დაკავშირებით „მრგვალი მაგიდის“ შეხვედრაზე განაცხადა. “ის ფიურერია, რომელიც ამ როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, დასავლეთმა ზელენსკი „რუსეთის წინააღმდეგ ომის წინა ხაზზე“ დააყენა.

„ევროპა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის კვლავ მთავარი საფრთხეა. ბრიუსელი, პარიზთან, ბერლინთან და ლონდონთან ერთად, ისევე როგორც ჰიტლერის გერმანია მეორე მსოფლიო ომის წინ, კონტინენტს ნეონაციზმისა და რუსოფობიის დროშების ქვეშ აერთიანებს. ამჯერად ეს დროშები ზელენსკის გადასცეს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ლავროვის განცხადებით, ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის ემზადება. „ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ იმას, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან. ვადასაც კი ასახელებენ - არაუგვიანეს 2030 წელს“, - განაცხადა ლავროვმა.

← მთავარი