სელფის გადაღებისას სკოლის აივანი ჩაინგრა — 9 მოზარდი სიმაღლიდან გადმოვარდა
სევასტოპოლის ერთ-ერთ სკოლაში „ბოლო ზარის” ღონისძიებაზე 11-ე კლასელები სელფის გადაღებისას ერთობლივი ფოტოსთვის ხტომა დაიწყეს. ასეთ დროს მე-2 სართულის აივანი გადაიტანა — 9 მოზარდი (6 ბიჭი და 3 გოგონა) სიმაღლიდან გადმოვარდა.
ყველა მოზარდს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აქვს, მათ შორის — ყბის, მენჯისა და ლავიწის ძვლის მოტეხილობები. განსაკუთრებით მძიმეა 17 წლის ეკატერინეს მდგომარეობა: ვარდნისას თავის არეში სერიოზული ტრავმა მიიღო და გონება დაკარგა.
რუსული მედია წერს, რომ სკოლას 2020 წელს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა — მაშინ 3.8 მილიონი რუბლი დაიხარჯა. 2024 წელს კი კომუნიკაციები, კარ-ფანჯრები შეიცვალა და ფასადი შეკეთდა. რა მიზეზით ვერ გაუძლო კონსტრუქციამ, გამოძიება დაადგენს — სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. ადგილზე ყველა სახის საგანგებო სამსახური გამოიძახეს, პროცესს პროკურატურა აკვირდება.