მსოფლიო
88 წლის ასაკში გარდაიცვალა პოპ-არტის ლეგენდა დევიდ ჰოკნი
11 ივნისს, 89-ე დაბადების დღემდე ერთი თვით ადრე, გარდაიცვალა ბრიტანელი მხატვარი დევიდ ჰოკნი. მხატვრის წარმომადგენელმა ეს ოფიციალურად დაადასტურა.
ჰოკნი დიდ ბრიტანეთში დაიბადა, თუმცა ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი კალიფორნიაში გაატარა. 70-წლიანი სამხატვრო კარიერის მანძილზე მან სახელი გაითქვა მკვეთრი და ნოვატორული ნამუშევრებით — მშობლიური იორქშირის პეიზაჟებით, ლოს-ანჯელესის საცურაო აუზების გამოსახულებებით და მეგობრებისა და ოჯახის წევრების iPad-ზე შექმნილი პორტრეტებით.
მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია „მხატვრის პორტრეტი” — ტილო, რომელზეც გამოსახულია ორი მამაკაცი: ერთი წყალქვეშ მიცურავს, მეორე კი — ჰოკნის ყოფილი შეყვარებული, პიტერ შლეზინგერი — ამ სცენას ადევნებს თვალს. 2018 წელს ნახატი Christie’s-ის აუქციონზე 90,3 მილიონ დოლარად გაიყიდა.