← მთავარი
მსოფლიო

ბრიტანეთის მიერ დაკავებულ "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერზე საქართველოს 3 მოქალაქე იმყოფება

16 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ბრიტანეთის მიერ დაკავებულ

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ კირ სტარმერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ინგლისის შეიარაღებულმა ძალებმა “ჩრდილოვანი ფლოტის” ნავთობტანკერი შეაჩერეს, რომელიც ინგლისის სრუტეში გავლას ცდილობდა. კირ სტარმერი: ინგლისში “ჩრდილოვანი ფლოტის” ნავთობტანკერი შეაჩერეს, რომელიც ინგლისის სრუტეში გავლას ცდილობდა სააგენტო განმარტავს, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე გემზე იმყოფება ეკიპაჟის 24 წევრი, რომელთაგანაც 3 საქართველოს მოქალაქეა. სააგენტო დასძენს, რომ მათი დასაქმება არ განხორციელებულა საქართველოს საზღვაო სააგენტოს მიერ აღიარების მქონე კომპანიების მიერ და სააგენტო აგრძელებს თანამშრომლობას გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უწყებებთან და ყურადღებით აკვირდება მიმდინარე გამოძიების შედეგებს. “ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ინგლისის სრუტეში ნავთობტანკერ SMYRTOS (IMO 9389100)-თან დაკავშირებით განხორციელებული სამართალდამცავი ღონისძიებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დაუყოვნებლივ დაიწყო საკითხის შესწავლა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე გემზე იმყოფება ეკიპაჟის 24 წევრი, რომელთაგანაც სამი საქართველოს მოქალაქეა.ბრიტანეთის ხელისუფლების ინფორმაციით ყველა მეზღვაური უსაფრთხოდაა და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და სააგენტოს მარეგულირებელი აქტები საკრუინგო კომპანიებს ავალდებულებს განახორციელონ მკაცრი სანქციური შემოწმება და კრძალავს მეზღვაურთა დასაქმებას იმ გემებზე ან გემთმფლობელებთან, რომლებიც ექვემდებარებიან გაეროს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების ან გაერთიანებული სამეფოს სანქციებს.სააგენტომ გადაამოწმა საქართველოში მოქმედი და აღიარებული საკრუინგო და მეზღვაურთა დასაქმების კომპანიების მონაცემები. ჩატარებული შემოწმების შედეგად, აღნიშნული გემი არ იდენტიფიცირდა არცერთი აღიარებული ქართული საკრუინგო კომპანიის დასაქმების, რეკრუტირების ან მეზღვაურთა განთავსების ჩანაწერებში.შესაბამისად მათი დასაქმება არ განხორციელებულა საქართველოს საზღვაო სააგენტოს მიერ აღიარების მქონე კომპანიების მიერ.საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს აღიარებული საკრუინგო კომპანიების მონიტორინგს და უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის აღიარების შეჩერება ან გაუქმება, სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.სააგენტო აგრძელებს თანამშრომლობას გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უწყებებთან და ყურადღებით აკვირდება მიმდინარე გამოძიების შედეგებს.ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება საქართველოს მოქალაქე მეზღვაურების უსაფრთხოება, მათი შრომითი უფლებების დაცვა და საერთაშორისო სანქციების რეჟიმებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა.საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ერთგულებას საერთაშორისო სანქციების შესრულების, პასუხისმგებლიანი საზღვაო მმართველობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების მიმართ”, — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

← მთავარი