თურქ მსახიობ სერენაი სარიქაიას ნარკოტიკების სკანდალის ფარგლებში დააკავეს
თურქეთის სახელგანთქმული მსახიობი სერენაი სარიქაია სტამბოლში გამთენიისას ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს. ოპერაცია ერთდროულად ქალაქის რამდენიმე ელიტურ რაიონში — ბეშიქთაშსა და სარიერში — ჩატარდა, სადაც ცნობილი სახეების ვილები მდებარეობს.
ბაქირქოის პროკურატურიდან გაჟონილი ინფორმაციით, გამოძიება ეხება აკრძალული ნივთიერებების მოხმარებას. საქმე ეფუძნება ანონიმურ შეტყობინებებს, გაშიფრულ სატელეფონო ჩანაწერებსა და ციფრულ მასალებს.
სულ 25 ადამიანს ეხება ოპერაცია; 14 ადამიანი უკვე დაკავებულია. სარიქაიას გარდა, საქმეში ფიგურირებენ ცნობილი მომღერალი მაბელ მატიზი, მსახიობი ონურ თუნა და შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლები.
სერენაი სარიქაია ქართულ სამყაროში სერიალებიდან „ლალე დევრი” (ტიტების დრო) და „მედჯეზირი” (გზაჯვარედინი) არის ცნობილი. ბოლო წლებში Netflix-ის ჰიტებში, „შაჰმარანსა” და „ვინ მოვიდა, ვინ წავიდა”, მთავარ გმირს ასახიერებს.
გამოძიების დეტალები გასაიდუმლოებულია. სარიქაიას ადვოკატები და უახლოესი გარემოცვა ამ დრომდე კომენტარს თავს არიდებენ. მსახიობი ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას ელოდება. სკანდალის გავლენა მის კარიერასა და კონტრაქტებზე უახლოეს დღეებში გამოჩნდება.