← მთავარი
მსოფლიო

POLITICO: NATO-ს სამიტზე ერდოღანმა ევროპელ ლიდერებს ძვირადღირებული პისტოლეტები და ტყვიები გადასცა

9 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
POLITICO: NATO-ს სამიტზე ერდოღანმა ევროპელ ლიდერებს ძვირადღირებული პისტოლეტები და ტყვიები გადასცა

ანკარაში გამართულ NATO-ს სამიტზე ევროპელ ლიდერებს საგანგებოდ დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვიები და საწმენდი კომპლექტები აჩუქეს. მასპინძელმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ეს საჩუქრები ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას გადასცა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

მიუხედავად საჩუქრის ორიგინალურობისა, ძვირადღირებული პისტოლეტები, სავარაუდოდ, ეწინააღმდეგება საჩუქრების ღირებულებაზე დაწესებულ მკაცრ ლიმიტებს, ამიტომ ლიდერები მათ პირად მფლობელობაში ვერ დაიტოვებენ.

ევროპული საბჭოს ოფიციალური პირის განცხადებით, ანტონიუ კოშტას დაცვის სამსახურმა იარაღი უკვე გადაიბარა შესამოწმებლად. ბელგიაში მისი ჩატანის შემდეგ, პისტოლეტი საბჭოს გენერალური სამდივნოს უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად შეინახება.

ევროკომისიის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ფონ დერ ლაიენმა მადლობა გადაუხადა ერდოღანს ამ ჟესტისთვის. მისი იარაღიც უსაფრთხოდ იქნება ტრანსპორტირებული, ხოლო დეკომისიის შემდეგ, პრეზიდენტი მის სამხედრო მუზეუმისთვის გადაცემას გეგმავს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა და ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა რობ იეტენმა საჯაროდ განაცხადეს, რომ მათთვის გადაცემულ პისტოლეტებს, სამშობლოში წაღებამდე, დეკომისიის პროცედურისთვის თურქეთშივე დატოვებენ.

← მთავარი