მსოფლიო
Reuters-ის ინფორმაციით, ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი დონალდ ტრამპმა, ჯეი დი ვენსმა და ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერეს
ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი დონალდ ტრამპმა, ჯეი დი ვენსმა და ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერეს, - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ელექტრონულად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა მოაწერეს. ამერიკელი მაღალჩინოსნის ცნობით, შეთანხმების დეტალები მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი, ხოლო ტექნიკური მოლაპარაკებები მომდევნო კვირიდან დაიწყება. ასევე, მისი თქმით, შეთანხმება ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნასა და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ბლოკადის მოხსნას ითვალისწინებს.