← მთავარი
მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სია გააფართოვა - სიაშია რუსული ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და "ჩრდილოვანი ფლოტის" გემები

16 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სია გააფართოვა - სიაშია რუსული ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და

გაერთიანებულმა სამეფომ გააფართოვა რუსული კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები, რომლებიც მოიცავს რუსეთის მოძველებულ „ჩრდილოვან ფლოტს“, სამხედრო შესყიდვების მიწოდების ჯაჭვებს და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებიც გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ 16 ივნისს “დიდი შვიდეულის” სამიტზე გამოაცხადა.”ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, სანამ ეს საჭირო იქნება და ეს განცხადება ამის დასტურია, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ტანკები, შეწყვიტოს ბარბაროსული დარტყმები და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან”, - თქვა სტარმერმა.განახლებული სანქციები ბრიტანეთის მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. სიას სულ 70 სუბიექტი დაემატა, მათ შორის იურიდიული და ფიზიკური პირები და ხომალდები.დიდმა ბრიტანეთმა 2026 წლის განმავლობაში, მხოლოდ რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში, თითქმის 500 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა სანქციები.ბრიტანეთის სანქციები შეეხო რუსულ საფინანსო კომპანიებს, Яндекс Банк-ს, Еврофинанс Моснарбанк-ს, Вайлдберрис Банк-სა და Вятич-ს, თავდაცვის ინდუსტრიულ კომპანიებს, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ოფიცრებს, “ჩრდილოვანი ფლოტის” 27 ხომალდს, მათ შორის რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის გადამზიდავებს, ასევე სადაზღვევო კომპანიებს Росгосстрах-სა და Баланс страхование-ს.

ასევე ნახეთ

რუსულმა პლატფორმა Wildberries-მა საქართველოში საქონლის გაყიდვა და მიწოდება დაიწყო

ასევე ნახეთ

8 ახალი დეტალი ჯანგველაძის საქმეზე მორგოშიას დაკითხვიდან: Wildberries, „პოლიტიკაში ჩართვა“ და „ფარცხალაძის შფოთვა“

სანქციების განახლებული პაკეტის მიხედვით, ლონდონის სანქციების ქვეშ მყოფი რუსული გემების რაოდენობა - მათ შორის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ხომალდებისა და გაზის გადამზიდავების ჩათვლით, 600-ს აღემატება. დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც შეზღუდვები დაუწესა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდავებს.განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სტარმერმა დაავალა უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება ყველა მიმართულებით. ლონდონი მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებს უზრუნველყოფს საწვავით, რისთვისაც გათვალისწინებულია 210 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფა, რაც ბრიტანულ კომპანია Urenco-ს საშუალებას მისცემს, მიაწოდოს გამდიდრებული ურანი უკრაინის „ენერგოატომს“.გაერთიანებულმა სამეფომ მაისის ბოლოს რუსეთის 18 მოქალაქესა და ორგანიზაციას, რომლებიც რუსეთს დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ, სანქციები დაუწესა. მათ ნუსხაში მოხვდა რუსული საერთაშორისო გადახდების სისტემა A7, რომელსაც ლონდონი აკავშირებს სანქციების გვერდის ავლის სქემებთან მესამე ქვეყნების ფინანსური სტრუქტურების გამოყენებით.დიდი ბრიტანეთის საელჩოს გამოხმაურებასანქციების პაკეტის განახლებას გამოეხმაურა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოც.სოციალურ სქელში გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, “სანქციების პაკეტში ასევე შევიდა ხომალდი SILVAR, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში არსებულ პორტში იმყოფებოდა”.SILVAR (IMO 9291262)-ის თითქოს ყულევის ნავსადგურში ყოფნასთან დაკავშირებით საზღვაო სააგენტომ თავის დროზე გამოაქვეყნა განცხადებაც, რომელშიც ეწერა, რომ ეს “არ შეესაბამება სიმართლეს, არის მორიგი დეზინფორმაცია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის გაგრძელება”.

← მთავარი