← მთავარი
მსოფლიო

გარდაიცვალა რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი

26 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
გარდაიცვალა რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი

გარდაიცვალა რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი. ის 73 წლის იყო. ემის შესახებ იტყობინება „ედინაია ლიგა ვტბ“.გარდაცვალების მიზეზი და სხვა დეტალები ჯერ არ გახმაურებულა.ივანოვი 1953 წლის 31 იანვარს დაიბადა ლენინგრადში. დაამთავრა ფილოლოგიის ფაკულტეტი და ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო ფაკულტეტი. 1975 წელს დაიწყო მუშაობა კგბ-ში, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ - რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურში.1998 წლის აგვისტოში იგი გახდა ფსბ-ს დირექტორის მოადგილე, შემდეგ ხელმძღვანელობდა რუსეთის უშიშროების საბჭოს, ხოლო 2001 წლიდან 2007 წლამდე ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი (მარცხნივ) რუსეთის სამხედრო აკადემიებისა და უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებისთვის გამართულ მიღებაზე მოსკოვში, დიდ კრემლის სასახლეში. 28 ივნისი, 2006.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სავარაუდო მემკვიდრედ ითვლებოდა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ივანოვი უცნობი ჯარისკაცის საფლავთან გვირგვინის დადების ცერემონიაზე კრემლის კედლებთან. მოსკოვში, 22 ივნისი, 2013.

რუსეთის პრეზიდენტი მაშინ გახდა დმიტრი მედვედევი, ხოლო ივანოვმა 2009 წელს ვიცე-პრემიერის თანამდებობა დაიკავა. მას ეს პოსტი ეკავა 2011 წლამდე, რის შემდეგაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გახდა.2016 წლიდან ივანოვს ეკავა გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და ტრანსპორტის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა და შედიოდა „როსტეხის“ სამეთვალყურეო საბჭოში.

ასევე ნახეთ

სერგეი ივანოვის “ჩამოქვეითება” და ძველი გვარდიისგან პუტინისეული წმენდა

← მთავარი