აშშ: სომხეთის მომავალი მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებმა უნდა განსაზღვრონ — 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების ფონზე
5 ივნისს, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა არჩევნებში უცხოური ჩარევის შესახებ ცნობებზე კომენტარისას განაცხადა, რომ „სომხეთის მომავალი მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებმა უნდა განსაზღვრონ”.
„ჩვენ ვიცით მედიაში გავრცელებული ცნობებზე სომხეთის პოლიტიკურ პროცესში უცხოური ჩარევის შესახებ. სომეხ ხალხს აქვს უფლება, საკუთარი მთავრობა თავად აირჩიოს და საკუთარი მომავალი თავად განსაზღვროს” — განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა Radio Free Europe-სთან საუბრისას.
სპიკერმა ასევე ხაზი გაუსვა ამერიკა-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩო შეთანხმების — TRIPP-ის — მნიშვნელობას, რომელსაც ორი ქვეყანა რამდენიმე დღის წინ მოაწერა ხელი. „TRIPP სომხეთსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და კეთილდღეობის დამყარებისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა” — განაცხადა მანვე.
7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების ფონზე რუსეთმა სომხეთის წინააღმდეგ სავაჭრო შეზღუდვები შემოიღო. ერევანი ბოლო პერიოდში აქტიურად ამყარებს კავშირებს დასავლეთთან, რაც მოსკოვში უკმაყოფილებას იწვევს. პუტინმა წინეთ განაცხადა, რომ თუ სომხეთი ევროკავშირის გზას დაადგება, რუსეთი ეკონომიკურ ინტეგრაციას შეწყვეტს.