მსოფლიო
ლუკაშენკო: „არ გვინდა, საზარბაზნე ხორცი ვიყოთ” — ბელარუსი უკრაინაში ჯარს არ გაგზავნის
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ გამორიცხა, რომ ქვეყანა უკრაინის კონფლიქტში სამხედრო ძალით ჩაერთოს.
„არ გვინდა, საზარბაზნე ხორცი ვიყოთ,” — განაცხადა ლუკაშენკომ. მისი თქმით, ბელარუსი აგრესორი არ არის და ომის გაგრძელებით დაინტერესება არ გააჩნია. ლუკაშენკო ამბობს, რომ ქვეყანა „ცივილიზებული დიალოგისთვის” მზადაა — მაგრამ პირდაპირი სამხედრო მონაწილეობა გამორიცხულია.